ბულგოგი
ბულგოგი ერთ-ერთი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება.
ბულგოგი ერთ-ერთი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება.
რეცეპტის ინგრედიენტები
500 გრამი ღორის ან ძროხის ფილე
3 ს/კ სოიოს სოუსი
1 ს/კ სეზამის მარცვალი
1 ჩ/კ შაქარი
1 ⁄ 2 ჩ/კ შავი პილპილი
1 ⁄ 2 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
1 ს/კ სეზამის ზეთი
1 კბილი ნიორი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
2 ძირი მწვანე ხახვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის მარცვლები, სეზამის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი და შავი პილპილი. იმავე თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ფილე, სტაფილო და დაჭრილი ხახვი. თასს თავზე დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით (უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ).
გააცხელეთ გრილი. ამოიღეთ თასიდან ყველა ინგრედიენტი და დააწყვეთ ალუმინის დიდ ფურცელზე. მოასხით თავისივე წვენი და შეახვიეთ. დადეთ გაცხელებულ გრილზე და შეწვით 12-20 წუთის განმავლობაში.
გადმოიღეთ თეფშზე წვენითურთ და მორთეთ ბულგარული წიწაკის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!