თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, მაშინ ეს პიცაც მოგეწონებათ :)

თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, მაშინ ეს პიცაც მოგეწონებათ :)



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ცალი პიცის ცომი
1 ჭიქა კრაბი
1 ⁄ 4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1 ჩ/კ დაჭრილი ოხრახუში
1 1 ⁄ 2 ჭიქა მოხარშული კრევეტები
1 1 ⁄ 2 ჭიქა გახეხილი მოცარელა
3 კბილი დაკეპილი ნიორი
ზეითუნის ზეთი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ დაკეპილი ნიორი.
დაუმატეთ გარჩეული მოხარშული კრევეტები, დაჭრილი/დაქუცმაცებული კრაბი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ოხრახუში.
წინასწარ გამზადებულ პიცის ცომს მოაყარეთ ½ ჭიქა მოცარელა.
შემდეგ გადაიტანეთ კრევეტებისა და კრაბის ნაზავი.
მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი.
აცხვეთ დაახლოებით 15–20 წუთით, ცომის გამოცხობამდე და ყველის დადნობამდე.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ცომეული » ზღვის პროდუქტების პიცა