მაყვლის პიცა
მარტივი პიცა ზაფხულის გასაგემრიელებლად
მარტივი პიცა ზაფხულის გასაგემრიელებლად
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ცალი პიცის ცომი
1 ⁄ 2 ჭიქა დაჭყლეტილი მაყვალი
1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 ⁄ 2 ჭიქა მთელ–მთელი მაყვალი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
3 ს/კ დაჭრილი რეჰანი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
3 ⁄ 4 ჭიქა ყველი რიკოტა
1 ⁄ 4 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
დაფქული პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.
პიცის ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ და საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.
ცომს 1 ს/კ ზეითუნის ზეთი მოასხით და ხელით ან ფუნჯით მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი კიდეებზე კარგად გაანაწილეთ.
თასში ჩანგლის დახმარებით დაჭყლიტეთ ½ ჭიქა მაყვალი. მაყვლის რბილობი კოვზით პიცის ცომზე გადაიტანეთ და მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
მაყვალს 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი და 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა მოაყარეთ.
პიცას ყველი რიკოტა კოვზის დახმარებით აქა–იქ მოაყარეთ.
თავზე მოალაგეთ მთელ–მთელი მაყვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. როცა ღუმელი გაცხელდება, პიცა ღუმელში შედგით. აცხვეთ 8–10 წუთით, ან ცოტა მეტხანს – ცომის კარგად გამოცხობამდე.
გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ დაჭრილი რეჰანი. დაჭერით და გემრიელად მიირთვით!