პიცა მარგარიტა – სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია. ამ რეცეპტით გამოდის 2 პიცა.

კლასიკურ პიცა მარგარიტას იტალიის დედოფლის სახელი ჰქვია. მისი ფერები კი იტალიის დროშის ფერებია : წითელი პომიდორი, თეთრი მოცარელა და მწვანე რეჰანი



რეცეპტის ინგრედიენტები

3 ს/კ მშრალი აქტიური საფუარი
4 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ნაჭერი მარილი
800 გრამი პომიდორი
2 ჩ/კ დაჭრილი ორეგანო
1 ⁄ 2 ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები
1 ⁄ 8 ჩ/კ პილპილი
1 ჭიქა თბილი წყალი (45C)
1 ჩ/კ შაქარი
3 ჭიქა ფქვილი
20 ცალი რეჰანის ფოთოლი
8 ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 ⁄ 8 ჩ/კ მარილი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

პატარა თასში თბილ წყალში გახსენით საფუარი. დიდ თასში აურიეთ 2 ს/კ ზეთი, შაქარი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჭიქა ფქვილი და დაუმატეთ საფუარიანი წყალი, ზილეთ გლუვი მასის მიღებამდე. შეურიეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ. ზილეთ გლუვი და ელასტიკური ცომის მიღებამდე, დაახლოებით 6–8 წუთით. მოათავსეთ ცხიმმოსმულ თასში, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით ერთი საათით.
ჩაზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 30 სმ დიამეტრზე და გადაიტანეთ ორ ცხიმმოსმულ მრგვალ ლანგარზე. კიდეები ცოტატი ზემოთ ამოუწიეთ. დააფარეთ სუფთა ჭურჭლის ტილო და დატოვეთ 10 წუთით.
ცომს დაჭრილი პომიდორი მოალაგეთ. თავზე მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ორეგანო, ყველი, წითელი წიწაკის ფანტელი, 1/8 ჩ/კ მარილი და 1/8 ჩ/კ პილპილი. მოასხურეთ 2 ს/კ ზეთი. აცხვეთ 230 C-ზე 15–20 წუთით, ცომის კარგად გამოცხობამდე. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ცომეული » პიცა მარგარიტა