ნამდვილი იტალიური პიცის რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.

ნამდვილი იტალიური პიცის რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.



რეცეპტის ინგრედიენტები

ლორი
2 კბილი ნიორი
500 გრამი პომიდორი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
700 გრამი ფქვილი
100 მლ/ლ ზეთი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
ნახევარი ძეხვი
50 მლ/ლ ზეითუნის ზეთი
100 გრამი ყველი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
200 მლ/ლ წყალი
20 გრამი საფუარი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო, დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 1-2 საათი.
როცა ცომი აფუვდება დაამუშავეთ, შემდეგ გააბრტყელეთ, დადეთ ტაფაზე, წაუსვით ზეთი, ზედ დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი, სოკო, მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, ლორის ნაჭრები, ძეხვი, მოაფშვენით ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, შედგით ცხელ ქურაში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
სანამ გამზადდება რამოდენიმე წუთით ადრე ზემოდან დააწყვეთ წითელი და მწვანე მრგვლად დაჭრილი წიწაკა. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ცომეული » იტალიური პიცა