ბურგერის პურის რეცეპტი
ნამდვილი ბურგერის პურის ნამდვილი რეცეპტი
ნამდვილი ბურგერის პურის ნამდვილი რეცეპტი
რეცეპტის ინგრედიენტები
500 გრამი ფქვილი
1 ჩ/კ მარილი
100 გრამი კარაქი
საჭიროებისამებრ თბილი წყალი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჩ/კ საფუარი
1 ცალი კვერცხი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ჩამოთვლილი ინგრედიენტების თანმიმდევრული გამოყენებით თბილი წყლით მოვზილოთ ცომი (თბილი წყალი თვალის ზომით, ისე რომ მაგარი ცომი არ მიიღოთ).
მოზელილი ცომი გუნდებად დაალაგეთ და დააცადეთ აფუვდეს, შემდეგ ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და შედგით გამოსაცხობად, წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. (თუ შავი ბურგერ გნებავთ, შეიძინეთ აფთიაქში საკვები ნახშირი, დაფხვენით, შეურიეთ წყალში და იგივე მეთოდით მოზილეთ ცომი). ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები.