ბადრიჯანი პამიდვრით
ეს არის სამარხვო კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც, ცივიც, პურით და პურის გარეშეც!
ეს არის სამარხვო კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც, ცივიც, პურით და პურის გარეშეც!
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
7 ცალი მცირე ზომის პამიდორი
4 ცალი დანაყული ნივრის კბილი
2 ს/კ ტომატ-პასტა
1 ⁄ 2 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
1 ცალი დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი ბადრიჯანი
1 ⁄ 4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
შეწვით ორივე წიწაკა ღუმელში, შავი შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ მოათავსეთ ისინი პლასტმასის კონტეინეში და აცადეთ გაცივება. ამასობაში კი მოამზადეთ პამიდვრები: თითოეულს უკანა მხარეს დანის გამოყენებით გაუკეთეთ ორი ზოლი(X-ის ფორმად); ხარშეთ მდუღარე წყალში 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოათავსეთ ცივ, გამდინარ წყალში გასაცივებლად.
დაჭერით ბადრიჯანი ვიწრო ზოლებად და შეწვით ცხიმში ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე (დაჭირდება 6-8 წუთი). დარბილებისთანავე ჩაუმატეთ ნიორი.
გაავლეთ წიწაკა ცივ წყალში და მოაცილეთ კანის თხელი ფენა. გაჭერით და გამოაცალეთ მარცვლებიც. შემდეგ დაჭერით ვიწრო ზოლებად და ჩაუმატეთ ბადრიჯანს. გათალეთ გაცივებული პამიდვრები, დაჭერით და ჩაუმატეთ ბადრიჯანს. ჩაასხით ტომატ-პასტაც, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და პილპილი. დუღილის დაწყებისას დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.