სალათა შუბა
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
რეცეპტის ინგრედიენტები
3 ცალი კარტოფილი
2 თავი ჭარხალი
340 გრამი ქაშაყის ფილე ზეთში
მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
2 ცალი დიდი სტაფილო
1 თავი პატარა ყვითელი ხახვი
6 ს/კ (90მლ) მაიონეზი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
დადგით დიდი ზომის ქვაბი ცეცხლზე და აადუღეთ წყალი. ხარშეთ მდუღარე წყალში კარტოფილი – 15-20 წუთით, სტაფილო – 25-30 წუთით და ჭარხალი – 40 წუთით. აცალეთ ბოსნეულს ოდნავ შეგრილება და შემდეგ გაფცქვენით. სათითაოდ გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
თხლად დაჭერით და ლანგარის ზედაპირზე გადაანაწილეთ ხახვი თევზის ფილესთან ერთად. შემდეგ ფენებად თანმიმდევრობით გადაანაწილეთ კარტოფილის ნახევარი, სტაფილოს ნახევარი და ჭარხლის ნახევარი. მოასხით მაიონეზის მასის ნახევარი, გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ხელახლა გაიმეორეთ იგივე პროცედურები. გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და მინიმუმ 1 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად.