ბროკოლის სალათა
სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ბროკოლის გემრიელი საზაფხულო სალათა ძალიან მცირე დროში!
სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ბროკოლის გემრიელი საზაფხულო სალათა ძალიან მცირე დროში!
რეცეპტის ინგრედიენტები
2 თავი ბროკოლი
225 გრამი ბეკონი
3 ⁄ 4 ჭიქა თხლად დაჭრილი ნუში
1 ⁄ 2 ჭიქა შაქარი
1 თავი წითელი ხახვი
3 ⁄ 4 ჭიქა ქიშმიში
1 ჭიქა მაიონეზი
2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
შეუხამეთ დამატებითი ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით!
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ღრმა ტაფაში, საშუალო ცეცხლზე, შეწვით ბეკონის ნაჭრები ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ დაალაგეთ ნაჭრები ქაღალდის ხელსახოცზე, რათა გაცივდეს და დაიწრიტოს.
მოაჭერით ღეროები ორ თავ ბროკოლს და დაჭერით თავები ლუკმისოდენა ნაჭრებად. თხლად დაჭერით ერთი თავი ხახვი და მოათავსეთ დიდი ზომის თასში ბროკოლთან ერთად. დაჭერით გაციებული ბეკონი მცირე ზომის ნაჭრებად და ჩაამატეთ თასში. მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ნაზად შეურიეთ ერთმანეთს.
ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, შაქარი და ძმარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული სოუსი მოასხით სალათას და ნაზად მოურიეთ. გადააფარეთ სალათის თასს კულინარიული ცელოფანი და შედგით მაცივარში გასაცივებლად (დაახლოებით 2 საათით). შემდეგ გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!