ქათმის სალათი მაწვნის სოუსით
ქათმის სალათი მაწვნის სოუსით
ქათმის სალათი მაწვნის სოუსით
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ცალი ქათმის ფილე
1 ცალი წითელი ბულგარული
1 ცალი ავოკადო
2 ჩ/კ პაპრიკა
1 ჩ/კ ორეგანო
1 ჩ/კ მარილი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ კაჟუნის სპეცია
სალათის ფურცელი
1 ცალი ყვითელი ბულგარული
150 გრამი ჩერი პომიდორი
1 ჩ/კ ჩილი
1 ჩ/კ ქონდარი
1 კბილი ნიორი
2 ს/კ ლიმონის წვენი
100 გრამი მაწონი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
პირველ რიგში მოამზადეთ კაჟუნის სპეცია ჯამში ჩაყარეთ პაპრიკა,ორეგანო,წითელი წიწაკა ჩილი,ქონდარი,მარილი.
ქათმის ფილე გაასუფთავეთ და ამოავლეთ მიღებულ მასაში სანამ ქათამს ამოავლებთ კაჟუნის სპეციაში გადაინახეთ ცალკე 1 ს/კ სოუსისთვის დანარჩენში ამოავლეთ ქათამი.
ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ქათმის ფილე.
ჯამში ჩაყარეთ გადანახული კაჟუნის სპეცია დაუმატეთ მაწონი,ლიმონი წვენი,ნიორი,ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
დიდ ჯამში მოათავსეთ გარეცხილი სალათის ფურცელი სასურველ ფორმებად დაჭრილი ორივე ფერის ბულგარული ჩერი პომიდორი და ავოკადო. დაუმატეთ შემწვარი და დაჭრილი ქათმის ფილე მოასხით სოუსი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით.