ცხვრის ხორცი პომიდვრითა და მწვანილებით
![](/uploads/posts/2024-12/cxvris_xorci_pomidvrita_da_mwvanilebit.jpg)
მარინადის არომატით გაჯერებული გრილზე შემწვარი ცხვრის ხორცის რეცეპტი პომიდვრითა და მწვანილებით.
მარინადის არომატით გაჯერებული გრილზე შემწვარი ცხვრის ხორცის რეცეპტი პომიდვრითა და მწვანილებით.
რეცეპტის ინგრედიენტები
12 ცალი ცხვრის დიდი ნაჭერი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ცალი ლიმონის ცედრა
1 ⁄ 2 ჩ/კ ხმელი ქონდარი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
4 ცალი პომიდორი
1 კონა დაჭრილი რეჰანი
5 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ⁄ 2 ს/კ ხმელი როზმარინი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
მარინადის ყველა ინგრედიენტი: 5ს/კ ზეითუნის ზეთი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარი, ½ ჩ/კ ხმელი როზმარინი, 2 კბილი დაკეპილი ნიორი თასში აურიეთ. დაუმატეთ ცხვრის ხორცის ნაჭრები, დააფარეთ და მარინადში მთელი ღამით დატოვეთ.
გააცხელეთ გრილი და ხორცის ნაჭრები გაამშრალეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და თითოეულ მხარეს 2–3 წუთით წვით. პომიდორი მრგვალ, სქელ ნაჭრებად დაჭერით, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წუთით გრილზე მოათავსეთ.
მიირთვით რეჰანთან და ლიმონის გახეხილ ცედრასთან ერთად.