გემრიელი კერძი კურდღლის ხორცის მოყვარულებს – მიირთვით ხრაშუნა პურთან და თეთრ ღვინოსთან ერთად :)

გემრიელი კერძი კურდღლის ხორცის მოყვარულებს – მიირთვით ხრაშუნა პურთან და თეთრ ღვინოსთან ერთად :)



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ცალი კურდღელი
4 ს/კ კარაქი
1 ⁄ 2 ჭიქა თეთრი ღვინო
1 ⁄ 2 ჭიქა მარცვლოვანი მდოგვი
1 ⁄ 2 ჭიქა სქელი ნაღები
მარილი
2 ცალი დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ⁄ 2 ჭიქა წყალი
1 ჩ/კ ხმელი ქონდარი
4 ს/კ დაჭრილი ოხრახუში


რეცეპტის მომზადების საფეხურები

კურდღელი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და 30 წუთიდან 1 საათამდე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და დაახურეთ თავსახური. კურდღლის ნაჭრები წვით კარაქში. როცა ხორცი შეიბრაწება გადმოიტანეთ თასში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და 3–4 წუთით თუშეთ.
დაასხით თეთრი ღვინო და აუწიეთ ტემპერატურას. ამოურიეთ ხის კოვზით, დაუმატეთ მდოგვი, რეჰანი და წყალი. აადუღეთ. დაუმატეთ მარილი გემოვნებისამებრ.
დაუმატეთ ხორცის ნაჭრები და სოუსში კარგად ამოავლეთ. დაუწიეთ გაზქურას. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთიდან 1 საათამდე, ხორცის კარგად მოხარშვამდე.
როცა ხორცი მზად იქნება, გადმოიტანეთ თეფშზე. აუწიეთ ტემპერატურას და ადუღეთ სოუსის განახევრებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ნაღები და ოხრახუში. ამოურიეთ და ჩააბრუნეთ ხორცის ნაჭრები. მიირთვით მომზადებისთანავე.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ხორცეული » კურდღელი მდოგვის სოუსში