ღორის სუკი მდოგვით
შეწვით ღორის სუკი გემრიელად – მარცვლოვანი მდოგვით, ნივრითა და სხვადასხვა სანელებლებით.
შეწვით ღორის სუკი გემრიელად – მარცვლოვანი მდოგვით, ნივრითა და სხვადასხვა სანელებლებით.
რეცეპტის ინგრედიენტები
1 კგ. ღორის სუკი(უძვლო)
2 ს/კ მარცვლოვანი მდოგვი
1 ჩ/კ დაჭრილი ქონდარი
ახლად დაფქული შავი პილპილი
3 ს/კ გამდნარი კარაქი
3 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ დაჭრილი როზმარინი
მარილი
როზმარინის ფოთლები
1 ს/კ ყავისფერი შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 22X33 სმ ზომის ლანგარს და ზემოდან მოათავსეთ რკინის ცხაური (წვისას გამოყოფილი წვენი ლანგარში დაგროვდება).
პატარა თასში აურიეთ ნიორი, მდოგვი, როზმარინი, ქონდარი, 1 ½ ჩ/კ მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი. მიღებული ნაზავი ხორცს ყველა მხრიდან კარგად შეაზილეთ და ბრტყელი მხრით საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. წვით 30 წუთით, შემდეგ ხორცი სწრაფად გადაატრიალეთ და წვით დამატებით 20 წუთით.
გამდნარი კარაქი და ყავისფერი შაქარი თასში აურიეთ და ფუნჯით სუკის ნაჭერს წაუსვით. წვით კიდევ 2 წუთით.
დაჭრამდე 10 წუთით გააგრილეთ. დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. მიირთვით თბილი თავისივე წვენთან ერთად.