სრულყოფილი პიცის ცომის მისაღებად ჯეისონ შარფის მეთოდი სცადეთ

სრულყოფილი პიცის ცომის მისაღებად ჯეისონ შარფის მეთოდი სცადეთ



რეცეპტის ინგრედიენტები

2 1 ⁄ 4 ჩ/კ მშრალი საფუარი
1 1 ⁄ 2 ჭიქა თბილი წყალი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ⁄ 2 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
1 ჩ/კ მარილი
3 1 ⁄ 3 ჭიქა ფქვილი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ჩაასხით თბილი წყალი დიდი ზომის თასში და გახსენით მასში საფუარი და შაქარი. დატოვეთ 10 წუთით.
შემდეგ შეურიეთ მარილი და ზეთი. ჩაუმატეთ და შეურიეთ 2 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილიც.
გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე. ზილეთ და თანდათან უმატეთ დარჩენილი ფქვილი მანამ, სანამ ცომი წებოვანი აღარ იქნება. კარგად მოაცხეთ ცხიმი თასს და მოათავსეთ მასში ცომი. შეფუთეთ თბილად და აცალეთ სანამ მოცულობით არ გაორმაგდება. ამას დაახლოებით 1 საათი დაჭირდება. ამოსული ცომი ჩაზილეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. დაასვენეთ 1-2 წუთით და შემდეგ გააბრტყელეთ. პიცის საცხობ ტაფას მოაცხეთ ცოტა ცხიმი და მოათავსეთ ცომი. 15-20 წუთით აცალეთ ამოფუვება და შემდეგ შეკმაზეთ სასურველი პიცის რეცეპტის მიხედვით.
აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი და ყველი მასზე მოყავისფრო-მოოქროსფერო შეფერილობის არ გახდება.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ცომეული » ჯეისონ შარფის პიცის ცომი