ღორის ხორცი სოუსში
კიდევ ერთი რეცეპტი ღორის ხორცის გემრიელად მოსამზადებლად.
კიდევ ერთი რეცეპტი ღორის ხორცის გემრიელად მოსამზადებლად.
რეცეპტის ინგრედიენტები
4 ცალი ღორის ხორცის ნაჭერი
ახლად დაფქული შავი პილპილი
1 ჭიქა ფქვილი
1 ⁄ 4 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ცალი საშუალო ხახვი
1 1 ⁄ 2 ჭიქა ქათმის ბულიონი
დაჭრილი ოხრახუში მოსართავად
მარილი
დაფქული ჩილი
2 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
3 ს/კ მცენარეული ზეთი
2 ს/კ კარაქი
1 ⁄ 4 ჭიქა სქელი ნაღები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ღორის ხორცის ნაჭრები(ძვლიანი) ყველა მხრიდან მარილითა და პილპილით შეაზავეთ.
თასზე აურიეთ ფქვილი, ნივრის ფხვნილი და დაფქული ჩილი. ხორცის ნაჭრები ფქვილის ნაზავში ამოავლეთ. დარჩენილი ფქვილი გადაინახეთ.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ღრმა ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ხორცის ნაჭრები თითოეულ მხარეს 4–5 წუთით წვით. გადაიტანეთ თეფშზე. მოასუფთავეთ ტაფა.
შეამცირეთ ტემპერატურა, დაასხით დარჩენილი ზეთი და დაუმატეთ თხლად დაჭრილი ხახვი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და თუშეთ დაბალ ტემპერატურაზე ძალიან დარბილებამდე, დაახლოებით 15–20 წუთით. დაუმატეთ კარაქი, დაელოდეთ გადნეს და მოაყარეთ გადანახული 2 ს/კ ფქვილის ნაზავი. თუშეთ დაახლოებით 1 წუთით. შეურიეთ ქათმის ბულიონი და არაჟანი. აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთით სოუსის შესქელებამდე.
ხორცის ნაჭრები ტაფაშივე ჩააბრუნეთ და ადუღეთ ხორცის მოხარვამდე, დაახლოებით 10 წუთით. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით.