წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი.

წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი.



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ⁄ 2 ჭიქა დარბილებული ქარაქი
1 ცალი კვერცხი
1 ⁄ 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ⁄ 4 ჩ/კ მარილი
1 ⁄ 2 ჭიქა შაქარი
სასურველი ხილი მოსართავად
3 ⁄ 4 ჭიქა შაქარი
1 1 ⁄ 4 ჭიქა ფქვილი
1 ⁄ 2 ჩ/კ საჭმელი სოდა
225 გრამი ნაღების ყველი
2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.

კომენტარები

კოდის განახლება
მარიამ ხუროშვილი
მარიამ ხუროშვილი
27 ნოემბერი 2024 22:14

მაგარია მომეწონა