ხალადეცი ზამთარში მოსამზადებელი დელიკატესია. მისი მომზადება ერთი შეხედვით შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ. თუმცა, თუ ყველა ეტაპს გულდასმით მიყვებით, მიხვდებით,

ხალადეცის მომზადების ყველაზე რთული ეტაპი ღორის თავ-ფეხის გასუფთავება, მისი მოხარშვა და გამორჩევაა. ღორის ახალი თავ-ფეხი უნდა გარეცხოთ, შემდეგ კარგად გატრუსოთ, გაფხიკოთ და კიდევ ერთხელ გარეცხოთ.



რეცეპტის ინგრედიენტები

ღორის თავ-ფეხი
1 ს/კ შავი პილპილის მარცვლები
1 ცალი დიდი სტაფილო
დაფქული წითელი წიწაკა
1 ჩ/ჭ თეთრი ღვინო
4 ცალი დაფნის ფოთოლი
1 თავი დიდი ხახვი
3 თავი ნიორი
მარილი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ქვაბში ჩავყაროთ 4 ცალი დაფნის ფოთოლი, პილპილის სურნელოვანი ბურთულები, 1 თავი ხახვი, 1 დიდი სტაფილო. დავუმატოთ ღორის თავ-ფეხი და მოვხარშოთ მაგრად. სტაფილო არ უნდა ჩაიხარშოს, როგორც კი მოიხარშება ამოიღეთ ქვაბიდან. შემდეგ ეტაპზე გასაფორმებლად დაგვჭირდება.
ღორის თავ-ფეხს მოვაცილოთ ძვლები და წვრილად დავჭრათ/ხელით დავაქუცმაცოთ. უნდა გამოვარჩიოთ დაახლოებით 1,5-2 კილოგრამი ხორცი (რეცეპტის ინგრედიენტები ამ პროპორციაზეა გათვლილი).
წვრილად დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ შესაბამისი ზომის ქვაბში, დავასხათ ხორცის ნახარში. ნახარშ წვენს მთლიანად თუ დავასხამთ დაქუცმაცებულ ხორცს, შეიძლება თხელი გამოვიდეს. ნახარში ხორცს დაახლოებით 2 თითის დადებაზე უნდა ასცდეს. თუ ბევრი ცხიმი აქვს, მოვაცალოთ. დავდგათ ცეცხლზე და რომ ადუღდება ჩავუმატოთ 4 დიდი თავი დანაყილი ნიორი, მარილი, წითელი მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით და ერთი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო. ადუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
წინასწარ გამზადებულ ღრმა ჭურჭელში ჩავაწყოთ ლამაზად დაჭრილი სტაფილო და ჩავასხათ ხორციანი ნახარში სასურველ სიმაღლემდე.
კარგად რომ გაცივდება, შევდგათ მაცივარში. დაახლოებით 2 საათში შედედდება, თუმცა, აჯობებს, რომ მომზადებიდან მეორე დღეს მიირთვათ.
სუფრაზე მიტანისას გადმობრუნებული დავდოთ თეფშზე ან ლანგარზე. ხალადეცი უნდა მივირთვათ მდოგვთან ან ტყემალთან ერთად.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » ხალადეცი