მარწყვის სეზონმა ისე არ უნდა გაიაროს, რომ მისგან გემრიელი კომპოტის მომზადება ვერ მოვასწროთ :)

მარწყვის კომპოტის მომზადების სხვადასხვა წესი არსებობს. მე მათგან ორს შემოგთავაზებთ. თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ კომენტარებში. 

 

ინგრედიენტები მოცემულია 1 ცალი სამლიტრიანი ქილისათვის. რამდენი ქილის მომზადებასაც გადაწყვეტთ იმდენჯერ გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობაც.



რეცეპტის ინგრედიენტები

600 გრამი მარწყვი
2 1 ⁄ 2 ლიტრი მდუღარე წყალი
200 გრამი შაქარი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გარეცხეთ მარწყვი, გაარჩიეთ და წინასწარ გასტერილებულ სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ.
ქილას მდუღარე წყალი დაასხით, დააფარეთ ხუფი და გააჩერეთ 15 წუთით.
ქილიდან მხოლოდ წვენი დიდ ქვაბში გადაასხით და წამოადუღეთ. როცა ადუღდება დაუმატეთ 200 გრ (1 ჭიქა) შაქარი და ურიეთ შაქრის გადნობამდე.
მიღებული სიროფი ისევ მარწყვიან ქილაში ჩაასხით და მოხუფეთ. შეფუთეთ და დატოვეთ მთელი ღამით.
​​​​​​მარწყვის კომპოტი შეგიძლიათ ასეც მოამზადოთ: (ინგრედიენტების რაოდენობა უცვლელია და ისევ 1 ცალ სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი) 1. გარეცხეთ მარწყვი, გაარჩიეთ და წინასწარ გასტერილებულ სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. 2. დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი. 3. დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ. 4. ქილა ფრთხილად გადმოაბრუნეთ, რომ შაქარი გადნეს. შეფუთეთ და დატოვეთ მთელი ღამით.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » სასმელები » მარწყვის კომპოტი