შესანიშნავი ვაფლი – დილის გემრიელი დასაწყისი თუ მადისაღმძვრელი დესერტი :)

შესანიშნავი ვაფლი – დილის გემრიელი დასაწყისი თუ მადისაღმძვრელი დესერტი :)



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ჭიქა ფქვილი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ⁄ 4 ჩ/კ მარილი
2 ცალი დიდი კვერცხი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
450 გრამი მაყვალი
1 ს/კ წყალი
1 ჭიქა ყვითელი სიმინდის ფქვილი
1 ⁄ 2 ჩ/კ საცხობი სოდა
2 ჭიქა კეფირი
1 ⁄ 4 ჭიქა თაფლი
4 ს/კ უმარილო გამდნარი კარაქი
2 ს/კ შაქარი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

წინასწარ გააცხელეთ ვაფლის საცხობი ფორმა.
დიდ თასში აურიეთ ფქვილი, სიმინდის ფქვილი, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და მარილი.
საშუალო თასში მოათავსეთ კეფირი, ოდნავ ათქვეფილი კვერცხი, თაფლი, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი ფქვილის ნაზავს მოასხით და კარგად შერევამდე ურიეთ. შეურეთ გადმდნარი და ოდნავ გაგრილებული კარაქი.
ვაფლის საცხობ ფორმას მოსახით საცხობი სპრეი. ½ ჭიქა ცომი (რაოდენობა დამოკიდებულია ვაფლის საცხობის ზომაზე) ცხელ ფორმაში გადაიტანეთ. ცომი კოვზით ფორმის მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ. აცხვეთ შებრაწვამდე და ხრაშუნა ვაფლის მიღებამდე.
ამასობაში, მოამზადეთ მაყვლის კომპოტი. პატარა ქვაბში მოათავსეთ მაყვალი, შაქარი და 1 ს/კ წყალი. ხარშეთ საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე მაყვლის დარბილებამდე დაახლოებით 4–5 წუთით, დროდადრო მოურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან.
მაყვლის კომპოტი ვაფლს მოასხით და გემრიელად მიირთვით. სურვილისამებრ, მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ნამცხვრები და ტორტები » ვაფლი მაყვლის კომპოტით