შოკოლადის დონატები
ამერიკული სიამაყე შოკოლადის განაშით და ფისტას ტოპინგით.
ამერიკული სიამაყე შოკოლადის განაშით და ფისტას ტოპინგით.
რეცეპტის ინგრედიენტები
2 ⁄ 3 ჭიქა გარჩეული ფისტა + მოსართავად
1 ⁄ 2 ჭიქა გამდნარი უმარილო კარაქი
2 ცალი დიდი კვერცხი
1 ⁄ 2 ჭიქა რძე
1 ⁄ 3 ჭიქა სქელი ნაღები
1 1 ⁄ 2 ჭიქა ფქვილი
1 1 ⁄ 2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
1 ⁄ 8 ჩ/კ მარილი
2 ⁄ 3 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
170 გრამი შავი შოკოლადი
1 ⁄ 2 ს/კ უმარილო კარაქი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. დონატების საცხობ ფორმას მოასხურეთ საცხობი სპრეი.
გარჩეული ფისტა დააბლენდერეთ (დამატებით, ცოტაოდენი ფისტა ზემოდან მოსაყრელად შეინახეთ). უნდა მიიღოთ ფისტას ნაფხვენები და არა კარაქი. თასში აურიეთ დაფხვნილი ფისტა, ფქვილი, საცხობი ფხვნილი და მარილი.
დიდ თასში ათქვიფეთ ½ ჭიქა გამდნარი უმარლო კარაქი და შაქარი კარგად შერევამდე. დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს. შეურიეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ რძე და თქვიფეთ გლუვი ცომის მიღებამდე. კოვზის დახმარებით ცომი დონატების ფორმებში გადაიტანეთ ისე, რომ ფორმის ¾ აივსოს. აცხვეთ დონატები 15–17 წუთით, მსუბუქად გადაბრაწვამდე. გამოიღეთ და გააგრილეთ. როდესაც გაგრილდება, თითოეული დონატი შოკოლადის განაშში ჩააწეთ და მოაყარეთ დაჭრილი ფისტა. მიირთვით მომზადებისთანავე.
შოკოლადის განაში: მაღალი ხარისხის დაჭრილი შავი შოკოლადი თასში მოათავსეთ. დაბალ ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ ნაღები კიდეებზე ბუშტუკების გამოჩენამდე. მოასხით ნაღები შოკოლადს და 30 წამით გააჩერეთ, შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გამუდმებით ურიეთ. დაუმატეთ ½ ს/კ კარაქი და ურიეთ. განაში დონატებისათვის მზად არის! გემრიელად მიირთვით!