სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი დონატების რეცეპტი, რომლის ინგრედიენტებიც, ალბათ, შინ ისედაც გაქვთ.

სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი დონატების რეცეპტი, რომლის ინგრედიენტებიც, ალბათ, შინ ისედაც გაქვთ.



რეცეპტის ინგრედიენტები

2 ს/კ თეთრი ძმარი
2 ს/კ მარგარინი
1 ცალი კვერცხი
2 ჭიქა ფქვილი
1 ⁄ 4 ჩ/კ მარილი
1 ⁄ 2 ჭიქა შაქრის პუდრა
3 ⁄ 8 ჭიქა რძე
1 ⁄ 2 ჭიქა შაქარი
1 ⁄ 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ⁄ 2 ჩ/კ საცხობი სოდა
1 ლიტრი ზეთი შესაწვავად


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ძმარი რძეში შეურიეთ და რამდენიმე წუთით დაელოდეთ რომ გასქელდეს.
საშუალო თასში თქვიფეთ მარგარინი და შაქარი გლუვი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ კვერცხი და ვანილი. სხვა თასში ერთად ჩაცერით ფქვილი, სოდა და მარილი. ფქვილის ნაზავი რძის ნაზავთან ერთად მონაცვლეობით მარგარინისა და შაქარის ნაზავს დაუმატეთ. მიღებული ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე 8 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. დაჭერით დონატის საჭრელით. გააჩერეთ 10 წუთით.
დიდ ღრმა ტაფაზე 190 C-ზე გააცხელეთ ზეთი. წვით დონატები ცხელ ზეთში შებრაწვამდე, გადააბრუნეთ ერთხელ. დააწდეთ ქაღალდის ხელსახოცზე. სანამ თბილია, მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით მომზადებისთანავე.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ნამცხვრები და ტორტები » უმარტივესი დონატები