ლიმონის დონატები
ჰაეროვანი და ხრაშუნა ლიმონის დონატები თქვენი გემრიელი საუზმისათვის
ჰაეროვანი და ხრაშუნა ლიმონის დონატები თქვენი გემრიელი საუზმისათვის
რეცეპტის ინგრედიენტები
1 3 ⁄ 4 ჭიქა ფქვილი
1 1 ⁄ 4 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ მარილი
2 ცალი კვერცხი
1 ს/კ ლიმონის წვენი
6 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა
1 ⁄ 4 ჭიქა სიმინდის ფქვილი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
3 ⁄ 4 ჭიქა კეფირი
8 ს/კ გამდნარი კარაქი
1 ⁄ 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე და ცხაური ღუმელის შუაში მოათავსეთ. ორ ცალ 6 ჭიქიან დონატის საცხობ ფორმას მოასხურეთ საცხობი სპრეი და გადადგით.
დიდ თასში აურიეთ ფქვილი და სიმინდის ფქვილი. შეურიეთ ¾ ჭიქა შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და კარგად აურიეთ. შეურიეთ კეფირი, კვერცხი, 2 ს/კ გამდნარი კარაქი, ლიმონის წვენი, ვანილი და 2 ჩ/კ ცედრა. ზილეთ, გლუვი ცომის მიღებამდე. ცომი თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ გამზადებულ დონატის საცხობ ფორმებში.
აცხვეთ 7–9 წუთით, სანამ დონატის კიდეები ოქროსფერი არ გახდება. ფორმაშივე გააცივეთ 5 წუთით, შემდეგ კი გადმოიღეთ რკინის ცხაურზე.
სამზარეულოს კომბაინში დააბლენდერეთ ½ ჭიქა შაქარი და 4 ჩ/კ ლიმონის ცედრა (თუ ეს მოწყობილობა არ გაქვთ, უბრალოდ შაქარი და ცედრა ერთად აურიეთ). ფრიალა თეფშზე მოათავსეთ 6 ს/კ გამდნარი კარაქი. დონატის ერთი მხარე ჯერ კარაქში, ხოლო შემდეგ შაქრისა და ცედრის ნაზავში ჩააწეთ. მიირთვით თბილი ან ოთახის ტემპერატურის.