ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან მალე მზადდება და კამფეტივით ტკბილად დნება პირში.

ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან მალე მზადდება და კამფეტივით ტკბილად დნება პირში.



რეცეპტის ინგრედიენტები

3 1 ⁄ 4 ჭიქა შაქარი
3 ცალი კვერცხი
450 გრამი არაჟანი
3 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
3 ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ჭიქა დაჭრილი თხილეული
160 გრამი კარაქი
6 ცალი მწიფე ბანანი
2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
4 1 ⁄ 2 ჭიქა ფქვილი
ცოტაოდენი ცხიმი ფორმისთვის


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გააცხელეთ ღუმელი 150C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი ოთხ ცალ 17.5×7.5სმ ზომის ფორმას. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 1/4 ჭიქა შაქარი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მოაფრქვიეთ ფორმას.
დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი 3 ჭიქა შაქართან ერთად. შეათქვიფეთ 3 კვერცხი. შეურიეთ ცალკე თასში წინასწარ ჩაჭყლეტილი ბანანებიც. ჩაუმატეთ არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი, 2 ჩ/კ დარიჩინი და გათქვიფეთ. ჩაუმატეთ მარილი, სოდა, ფქვილი და კვლავ გათქვიფეთ. სურვილისამებრ შეურიეთ დაჭრილი თხილეულიც. მიღებული ცომი მაშინთვე გადაიტანეთ ფორმებში.
აცხვეთ კექსი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ორი ცალი 22.5X18.5სმ. ზომის ფორმის შემთხვევაში აცხვეთ 160C გრადუსზე დაახლოებით 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში. ზედაპირი რომ ზედმეტად არ შეიბრაწოს, დააფარეთ ალუმინის ფოლგა.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.