მოამზადეთ 1 საათში გოგრის კექსი სუნელებით და ტკბილად შეხვდით დღესასწაულებს. გამოდის 2 ცალი 12-ნაჭრიანი კექსი.

მოამზადეთ 1 საათში გოგრის კექსი სუნელებით და ტკბილად შეხვდით დღესასწაულებს. გამოდის 2 ცალი 12-ნაჭრიანი კექსი.



რეცეპტის ინგრედიენტები

3 ჭიქა შაქარი
4 ცალი კვერცხი
525 გრამი გოგრის პიურე
1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1 ჩ/კ დაფქული ბაჰარი
2 ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ⁄ 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
1 ჭიქა წყალი
2 ჩ/კ დაფქული კოჭა
1 ჩ/კ დაფქული მიხაკი
3 1 ⁄ 2 ჭიქა ფქვილი
1 1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი ორ ცალ 17.5×7.5სმ ზომის ფორმას.
დიდი ზომის თასში გათქვიფეთ 4 კვერცხი, შაქარი და ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ წყალი და კარგად შეურიეთ. შეურიეთ სუნელებიც, გოგრის პიურესთან ერთად.
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი(საცხობი ფხვნილი). შემდეგ ჩაუმატეთ გოგრის მასას დიდ თასში და კარგად შეურიეთ.
მიღებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, მოათავსეთ ოთხკუთხედ ფორმებში და აცხვეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში(სანამ ზედაპირი არ გამაგრდება და გამოშრება).

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.