ბანანის კექსი
ბანანის კექსი – კიდევ ერთი უგემრიელესი კექსის 5-ვარსკვლავიანი რეცეპტი კულინარიაზე.
ბანანის კექსი – კიდევ ერთი უგემრიელესი კექსის 5-ვარსკვლავიანი რეცეპტი კულინარიაზე.
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ⁄ 2 ჭიქა დამდნარი კარაქი
2 ცალი კვერცხი
1 1 ⁄ 2 ჭიქა ფქვილი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
1 ⁄ 2 ჭიქა დაჭრილი თხილეული
1 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ⁄ 2 ჭიქა არაჟანი
2 ცალი საშუალო ზომის ბანანი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
გააცხელეთ ღუმელი 175C(350F) გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი 22.5X12.5სმ. ზომის საცხობ ფორმას.
გაფცქვენით ბანანები, მოათავსეთ თასში და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. სხვა, მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, მარილი და ერთმანეთს კარგად შეურიეთ. ახალ, დიდი ზომის თასში ჩაასხით გამდნარი კარაქი, ჩაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. შემდეგ ჩაუმატეთ 2 კვერცხი, გათქვიფეთ და ასევე მოიქეცით ვანილის ჩამატებისას. მიღებულ ნარევში ჩაყარეთ ფქვილის მშრალი მასა და ხის კოვზით შეურიეთ. საბოლოოდ, ეტაპობრივად ჩაუმატეთ არაჟანი, თხილეული, დაჭყლეტილი ბანანები და თითოეული ხის კოვზით შეურიეთ.
მიღებული მასა მალევე გადაიტანეთ კექსის ოთხკუთხედ ფორმაში და შედგით ღუმელში. აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ფორმაშივე დატოვეთ 10 წუთით გასაცივებლად. შემდეგ გადმოიღეთ ბანანის კექსი ფორმიდან ცხაურზე და აცალეთ კარგად გაცივება.