არაქისის კარაქის ქაფქეიქები
არაქისის კარაქის ქაფქეიქების მარტივი რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
არაქისის კარაქის ქაფქეიქების მარტივი რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
რეცეპტის ინგრედიენტები
1 3 ⁄ 4 ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ⁄ 2 ჭიქა შაქარი
1 ⁄ 2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
1 ⁄ 2 ჭიქა დარბილებული კარაქი
1 ⁄ 2 ჭიქა არაქისის კარაქი
1 ცალი კვერცხი
2 ს/კ რძე
რეცეპტის მომზადების საფეხურები
გააცხელეთ ღუმელი 190C (375F) გრადუსამდე. ერთად გაცერით ფქვილი, მარილი და სოდა.
გათქვიფეთ კარაქი, შაქარი, არაქისის კარაქი და ყავისფერი შაქარი კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი, ვანილი და რძე. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კარგად შეურიეთ. მიღებული ცომისგან გააკეთეთ 40-მდე ბურთულა და მოათავსეთ უცხიმო მინი-მაფინების ფორმებში.
აცხვეთ 190C (375F) გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან, სურვილისამებრ ზემოდან დაადეთ ყოველ ქაფქეიქს შოკოლადის ნატეხი და თითის მსუბუქად დაჭერით მოათავსეთ ისინი ნამცხვრებში. შემდეგ აცალეთ კარგად გაცივება და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.