კექსის მარტივი რეცეპტი
რეცეპტის ინგრედიენტები
2 ცალი კვერცხი
250 გრამი შაქარი
180 გრამი კარაქი
15 გრამი ვანილი
მწიკვი მარილი
200 გრამი ფქვილი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
100 მლ/ლ რძე
200 გრამი კრემ ყველი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ჯამში მოათავსეთ კვერცხი და 150 გრ. შაქარი. ამოიყვანეთ. დაუმატეთ 80 გრ. ოთახის ტემპერატურის კარაქი, რძე, 10 გრ. ვანილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და კარგად დაამიქსერეთ. გადაიტანეთ გულის ფორმის საცხობ ფორმაში. მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 20-25 წთ.
კრემი: ჯამში მოათავსეთ კრემ ყველი, 100 გრ. ოთახის ტემპერატურის კარაქი, 100 გრ. შაქარი და 5 გრ. ვანილი. კარგად ამოიყვანეთ. გაყავით 2 ნაწილად და დაუმატეთ საკვები საღებავი. გააფორმეთ უკრაინის დროშის ფერებში.