ფუმფულა, გემრიელი ვაფლები, რომელიც გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგნით კი რბილი. გაუზიარეთ მეგობრებს :)

ფუმფულა, გემრიელი ვაფლები, რომელიც გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგნით კი რბილი. გაუზიარეთ მეგობრებს :)



რეცეპტის ინგრედიენტები

1 1 ⁄ 3 ჭიქა ფქვილი
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
2 ცალი კვერცხი
1 3 ⁄ 4 ჭიქა რძე
4 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
2 ს/კ შაქარი
1 ⁄ 2 ჭიქა გამდნარი კარაქი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

დიდ თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი ერთად აურიეთ.
დააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულები მშრალი ინგრედიენტების ნაზავს დაუმატეთ, ცილა კი პატარა სათქვეფ თასში მოათავსეთ.
ცილა გამყარებამდე თქვიფეთ და გადადგით.
რძე და გამდნარი კარაქი დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტების ნაზავს და ათქვიფეთ.
ათქვეფილი კვერცხის ცილა ნაზავში გადმოიტანეთ და აურიეთ.
ნაზავი კოვზით ვაფლის ცხელ ფორმაში ჩაასხით და აცხვეთ.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.