ნუშისა და ყურძნის კექსი
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
რეცეპტის ინგრედიენტები
10 ს/კ უმარილო კარაქი
3 ⁄ 4 ჭიქა შაქარი
1 1 ⁄ 2 ჭიქა დაჭრილი ნუში
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
ყურძნის მარცვლები
1 ჭიქა ფქვილი
3 ცალი კვერცხი
1 ⁄ 4 ჩ/კ მარილი
1 1 ⁄ 2 ჩ/კ ლიმონის ცედრა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი 8X20 სმ ზომის კექსის საცხობ ფორმას.
დიდ თასში მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და ½ ჭიქა შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე, დაახლოებით 3 წუთით თქვიფეთ.
დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ და თასის კიდეები ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერიოს.
სამზარეულოს კომბაინში ნუში და ¼ ჭიქა შაქარი მოათავსეთ და დააბლენდერეთ ისე, რომ ნუში წვრილად გაიხეხოს. დაუმატეთ ფქვილი და მარილი და კარგად აურიეთ. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ნუშის ნაზავი კარაქის ნაზავს შეურიეთ. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.
ცომი წინასწარ გამზადებულ ფორმაში გადაიტანეთ და ზედაპირი მოასწორეთ. ყურძნის მარცვლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე, წითელი და შავი ყურძენი) სიგანეზე შუაზე გაყავით და ცომის ზედაპირზე მწკრივებად ლამაზად ჩაალაგეთ. აცხვეთ დაახლოებით 1 საათით.
გააგრილეთ ფორმაშივე. დაჭერით და გემრიელად მიირთვით.
ნამცხვარი შეგიძლიათ საკვებ ცელოფანში გადაახვიოთ და ოთახის ტემპერატურაზე 3 დღემდე შეინახოთ.