მარწყვის მოჰიტო
ეს საუკეთესო სასმელია ზაფხულის ცხელი დღის გასაგრილებლად :)
ეს საუკეთესო სასმელია ზაფხულის ცხელი დღის გასაგრილებლად :)
რეცეპტის ინგრედიენტები
შაქარი, ჭიქის კიდეებზე მოსასმელად
1 ⁄ 2 კონა პიტნის ფოთლები
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა თეთრი რომი
2 ჭიქა გაზიანი წყალი
პიტნა გასაფორმებლად
2 ცალი მეოთხედებად დაჭრილი ლაიმი
7 ცალი მეოთხედებად დაჭრილი მარწყვი
8 ჭიქა ყინულის კუბები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
მოაყარეთ შაქარი 0.5 –1 სმ რადიუსზე პატარა, ფრიალა თეფშზე. მოუსვით ლაიმის ერთი ნაჭერი კოქტეილის ჭიქის კიდეებზე, შემდეგ ჩაყავით კიდეები შაქარში და გადადგით.
ლაიმის დარჩენილი მეოთხედები ჩაწურეთ გამძლე მინის ჭურჭელში. შეურიეთ გაწურულ ლაიმს, პიტნა, მარწყვი და 1 ჭიქა შაქარი. ხილი კარგად დასრისეთ, რათა მარწყვიდან წვენი, ხოლო პიტნის ფოთლებიდან – საკმარისი ზეთი გამოვიდეს. შეურიეთ რომი და გაზიანი წყალი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. მიღებული მასა შაქრიან ჭიქაში ჩაასხით და მოაყარეთ ყინულის კუბიკები. გააფორმეთ პიტნით.