თუ გიყვართ საზამთრო და მოჰიტო, საზამთროს მოჰიტოც შეგიყვარდებათ! მოამზადეთ მოჰიტო თეთრი რომით. :)

თუ გიყვართ საზამთრო და მოჰიტო, საზამთროს მოჰიტოც შეგიყვარდებათ! მოამზადეთ მოჰიტო თეთრი რომით. :)



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ⁄ 2 ცალი პატარა საზამთრო
1 ს/კ წმინდა შაქარი
1 1 ⁄ 4 ჭიქა თეთრი რომი
1 კონა პიტნა
1 ცალი ლაიმი
ყინული


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გამოაცალეთ საზამთროს კურკები, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დააბლენდერეთ და გაატარეთ წმინდა საწურში. დაახლოებით 3 ჭიქა წვენი უნდა მიიღოთ.
მოაცალეთ პიტნას უხეში ღეროები, გადაინახეთ 6 ღერო მოსართავად, დანარჩენი ჩაყარეთ დიდი ზომის კონტეინერში დაჭრილ ლაიმთან და შაქართან ერთად. ხის კოვზით კარგად გასრისეთ პიტნა და ლაიმი, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. ჩაუმატეთ საზამთროს წვენი და რომი. ჩაყარეთ ყინული და ამოურიეთ.
გადაიტანეთ ჭიქებში, მორთეთ პიტნის ღეროებით და სურვილისამებრ დაუმატეთ ყინული.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » სასმელები » საზამთროს მოჰიტო