საზამთროს კოქტეილი უგემრიელესი გაგრილების საშუალებაა მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი ზაფხულისათვის!

საზამთროს კოქტეილი უგემრიელესი გაგრილების საშუალებაა მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი ზაფხულისათვის!



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ⁄ 2 კგ. საზამთრო
1 ⁄ 4 ჭიქა ლაიმის წვენი
2 ⁄ 3 ჭიქა არაყი
კიტრი/საზამთრო/ლაიმი მოსართავად
1 ცალი დიდი კიტრი
2 ს/კ თაფლი
ყინული


რეცეპტის მომზადების საფეხურები

დიდ ჯამზე ზემოდან მოათავსეთ წმინდა საწური. დააბლენდერეთ 5 ჭიქა უკურკო კუბიკებად დაჭრილი საზამთრო და გაატარეთ საწურში. უნდა მიიღოთ დაახლოებით 2 ჭიქა წვენი.
დააბლენდერეთ მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი გათლილი კიტრი, მიღებული მასაც გააატარეთ საწურში და ასე ჩაუმატეთ საზამთროს წვენს.
მცირე ზომის ჯამში ან საზომ ჭიქაში ჩაასხით და ერთმანეთში აურიეთ ახლადგამოწურული ლაიმის წვენი (დაგჭირდებათ 2 ცალი ლაიმი), თაფლი. მიღებული მასა არაყთან ერთად ჩაუმატეთ საზამთროსა და კიტრის წვენს. დაატკბეთ მეტი თაფლით თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით.
გაავსეთ 4 ჭიქა ყინულის კუბიკებით, ჩაასხით თქვენს მიერ მომზადებული კოქტეილი და მორთეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი კიტრის/საზამთროს/ლაიმის ნაჭრებით.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » სასმელები » საზამთროს კოქტეილი