მარტივი და გემრიელი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც უხდება ნებისმიერ სადღესასწაულო განწყობასა და სუფრას.

მარტივი და გემრიელი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც უხდება ნებისმიერ სადღესასწაულო განწყობასა და სუფრას.



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ⁄ 4 ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
2 ს/კ თეთრი შაქარი
1 ბოთლი მშრალი შამპანური (750 მლ)


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ფორთოხლის ლიქიორი(სასურველია Grand Marnier) ფრიალა თასზე დაასხით, ხოლო შაქარი ლამბაქზე დაყარეთ. ჭიქის კიდეები ჯერ ფორთოხლის ლიქიორში და შემდეგ შაქარში ისე ჩაყავით, რომ ჭიქის პირზე შაქრის წვრილი ზოლი მიიღოთ. გაიმეორეთ 6 ჭიქის შემთხვევაში.
დარჩენილი ფორთოხლის ლიქიორი და წვენი გაანაწილეთ 6 წინასწარ გამზადებულ ჭიქაში. შეავსეთ შამპანურით. მიირთვით მომზადებისთანავე.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » სასმელები » სადღესასწაულო მიმოზა