ვაშლის ტკბილი კექსი თაფლის ძლიერი არომატით გემრიელი საოჯახო დესერტია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ!

ვაშლის ტკბილი კექსი თაფლის ძლიერი არომატით გემრიელი საოჯახო დესერტია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ!



რეცეპტის ინგრედიენტები

1 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1 ⁄ 2 ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი
3 ⁄ 4 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
3 ⁄ 4 ჭიქა თაფლი
2 1 ⁄ 2 ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
3 ცალი ვაშლი
ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის


რეცეპტის მომზადების საფეხურები

გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F). მოაცხეთ ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. ჩაუმატეთ 2 კვერცხი და გათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.
ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.
გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ნამცხვრები და ტორტები » ვაშლის კექსი თაფლით