ბანანის კექსი ნიგვზით
ადვილი წარმოსადგენია, რამდენად არომატულია ამ ინგრედიენტებით მომზადებული კექსი.
ადვილი წარმოსადგენია, რამდენად არომატულია ამ ინგრედიენტებით მომზადებული კექსი.
რეცეპტის ინგრედიენტები
2 ცალი მწიფე ბანანი
75 გრამი ირისი
1 ⁄ 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
100 გრამი ნატურალური იოგურტი
2 ცალი კვერცხი
100 გრამი ნიგოზი
200 გრამი ფქვილი
100 გრამი დარბილებული კარაქი
100 გრამი შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
გააცალეთ ბანანს კანი და ათქვიფეთ პიურეს მიღებამდე. დაჭერით კაკალი და ირისი წვრილად. ბანანის პიურეს დაამატეთ კარაქი, იოგურტი, კვერცხი, შაქარი და კვლავ ათქვიფეთ.
ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და ჩაყარეთ ბანანის პიურეში. მოზილეთ ცომი და დაამატეთ დაჭრილი კაკლის 2/3.
გადმოიღეთ ცომი ცხიმწასმულ, პერგამენტიან ფორმაში, გაასწორეთ მისი ზედაპირი და მოაყარეთ ირისი და დარჩენილი კაკალი. მოათავსეთ 160°-მდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთით. ცხობის შემდეგ კექსს აცალეთ ფორმაშივე გაცივება და შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე.