კექსი ჯემით
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
რეცეპტის ინგრედიენტები
3 ცალი კვერცხი
1 1 ⁄ 2 ჭიქა სასურველი ხილის ჯემი
2 ჩ/კ სოდა
ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა წყალი
ვანილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ჯემი, სოდა, წყალი, ვანილი და ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი.
ჩავასხათ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 150 C-ზე. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრა ან მოასხათ შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!