ამ კერძს გარნირად ყველაზე მეტად ჩაშუშული კომბოსტო ან დაკეპილი კომბოსტოს მწნილი უხდება

ამ კერძს გარნირად ყველაზე მეტად ჩაშუშული კომბოსტო ან დაკეპილი კომბოსტოს მწნილი უხდება



რეცეპტის ინგრედიენტები

ღორის კანჭი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი მომჟავო ჯიშის ვაშლი
ოხრახუში
დაფნა
პილპილის მარცვლები
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
500 მლ/ლ ლუდი
ნიახური
წიწაკა
მარილი


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ამ გემრიელი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად ღორის კანჭს ვხარშავთ ოხრახუშთან, ნიახურთან, პილპილის მარცვლებთან, დაფნის ფოთოლთან, მთლიან ხახვთან და და სტაფილოსთან ერთად. ვაყრით მარილს.
მოხარშულ კანჭს ვუსერავთ კანს, ვდებთ ჭურჭელში. ცხელსავე ვაყრით წიწაკას, დანაყილ ნიორს, რგოლებად დაჭრილ ნახევარ ხახვსა და ვაშლს. ვასხავთ ლუდს და ვტოვებთ ასე 12-24 საათის განმავლობაში.
დამარინადებულ კანჭს ვწვავთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე, თან შიგადაშიგ ვასხავთ მარინადს.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » ხორცეული » შემწვარი კანჭი