იტალიური გუფთა
გუფთის ეს რეცეპტი მართლაც რომ საუკეთესოა. თავად სცადეთ და დარწმუნდით
გუფთის ეს რეცეპტი მართლაც რომ საუკეთესოა. თავად სცადეთ და დარწმუნდით
რეცეპტის ინგრედიენტები
500 გრამი საქონლის ხორცის ფარში
1 ⁄ 4 ჭიქა რძე
1 ⁄ 2 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
1 ⁄ 2 ჭიქა გახეხილი ყველი ლოკატელი
2 ცალი კვერცხი
1 ⁄ 2 ჭიქა პურის ნამცეცები
1 ს/კ ახალი ოხრახუში
1 ⁄ 2 ჩ/კ დაფქული ახალი წიწაკა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
დიდ თასში ყველა ინგრედიენტი ხელით აურიეთ. საუკეთესო შედეგისათვის ინგრედიენტები შიშველი ხელით აურიეთ.
გუფთები დაახლოებით გოლფის ბურთის ზომაზე (4 სმ ) დაამრგვალეთ.
გუფთები დიდ ქვაბში ჩააწყვეთ, სადაც მოსახარშად სოუსი იქნება გამზადებული. (გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი სოუსის რეცეპტი).
ხარშეთ დაახლოებით 3 საათით. გემრიელად მიირთვით