რეცეპტის ინგრედიენტები

ორეგანო
ზეითუნის ზეთი
გახეხილი ყველი პარმეზანი - 1.00 ს/კ
ნიორი
მარილი და პილპილი
ისპანახის ქორფა ფოთლები - 1.00 ჭიქა
ჩერი პომიდორი - 1.00 ჭიქა
მაკარონის სახეობა ორზო - 200.00 გ


რეცეპტის მომზადების საფეხურები

ორზო ვხარშოთ ზუსტად 7 წთ. გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. გახურებულ ტაფაზე დავასხათ
ზეითუნის ზეთი და მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წამით დავყაროთ ისპანახი, გადავიტანოთ თასში და იმავე ტაფაზე პამიდორი
იმავენაირად მოვთუშოთ. ყველაფერი მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ორეგანო. კარგად ამოვურიოთ და სერვირებისას მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

კომენტარები

კოდის განახლება
კომენტარი ჯერ არ არის.
Moamzade.Ge » რეცეპტები » პასტა და ბურღულეული » პასტა ისპანახითა და ყველით