ესპანური ფლანი

რბილი და ჰაეროვანი ესპანური ფლანის მარტივი რეცეპტი.
რბილი და ჰაეროვანი ესპანური ფლანის მარტივი რეცეპტი.
რეცეპტის ინგრედიენტები
1 ჭიქა თეთრი შაქარი
1 ქილა ტკბილი შესქელებული რძე
1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
3 ცალი კვერცხი
1 ქილა უშაქრო შესქელებული რძე
რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.
დაბალ ტემპერატურაზე საშუალო თასში გაადნეთ შაქარი, ურიეთ ოქროსფერი სიროფის მიღებამდე. მიღებული ცხელი სიროფი ფრთხილად დაასხით 22 სმ ზომის მრგვალ მინის საცხობ ლანგარზე. სიროფი ძირზე და კიდეებზე თანაბრად გადაანაწილეთ. გადადგით.
დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი. შეურიეთ უშაქრო შესქელებული რძე (340 გრ), ტკბილი შესქელებული რძე (400 გრ) , ვანილი და თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე. მიღებული მასა სიროფიან საცხობ ლანგარზე დაასხით და დააფარეთ ალუმინის ფოლგა.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 60 წუთით. შემდეგ ბოლომდე გააცივეთ.
როცა ბოლომდე გაცივდება ლანგრას ზემოდან დიდი თეფში დააფარეთ და ამოაბრუნეთ. საცხობი ლანგარი ფრთხილად მოაშორეთ ფლანს. დაჭერით და მიირთვით ცივი.