კოკა-კოლას მუსი
სასიამოვნო საჩუქარი კოკა-კოლას მოყვარულებს – კოკა-კოლას მუსის რეცეპტი
სასიამოვნო საჩუქარი კოკა-კოლას მოყვარულებს – კოკა-კოლას მუსის რეცეპტი
რეცეპტის ინგრედიენტები
100 გრამი შავი შოკოლადი
1 ცალი კვერცხი
65 გრამი შაქარი
200 მლ/ლ ნაღები (30%)
3 პაკეტი ჟელატინი
1 ცალი კვერცხის გული
250 მლ/ლ კოკა-კოლა
ათქვეფილი ნაღები მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
დაასხით ჟელატინს ცივი წყალი, პაკეტზე მითითებული ნორმების მიხედვით.
მდუღარე წყლის ორთქლზე (ნელ ცეცხლზე შემოდგით ქვაბი წყლით და ზემოდან ჯამი მოათავსეთ) ათქვიფეთ კვერცხი მეორე კვერცხის გულთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. გადმოდგით.
წყლის ორთქლზე გაალღვეთ ჟელატინიც და ჩაუმატეთ კვერცხის მასას.
წყლის ორთქლზე, ცალკე ჯამში, გაალღვეთ შოკოლადიც ან გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. დაუმატეთ კვერცხის მასას და შეურიეთ.
მიღებული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, ფრთხილად დაუმატეთ კოკა-კოლა და აურიეთ. ჩაასხით მაღალყელიან ჭიქებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.
სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით