შემწვარი ღორის ხორცი მაწვნისა და აჯიკის სოუსით

რეცეპტის ინგრედიენტები
ღორის ხორცი - 1 კგ
წითელი აჯიკა - 1 სკ
მაწონი - 0.5 ჭიქა
მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
მაწონში (ან არაჟანში) ავურიოთ აჯიკა. თუ აჯიკა არ მოგვეპოვნება, შევურიოთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, 2-3 ჩ.კ. წითელი წიწაკა, თითო ჩ.კ. ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. აჯიკის ნაცვლად ეს მასა ავურიოთ მაწონში.
ღორის ხორცს წავუსვათ ჯერ მარილი, შემდეგ - მომზადებული ნარევი და 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ.
ხორცის ნაჭერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. როდესაც შეიბრაწება, დაახლოებით 30 წუთში, ცეცხლს დავუწიოთ, ხორცს მოვასხათ თავისივე წვენი და ჩანგლით დავჩხვლიტოთ, შემდე შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ არ მომზადდება.