შოკოლადის მინანქარი
რეცეპტის ინგრედიენტები
2 შეკვრა კაკაო
50 გრამი მარგარინი ან კარაქი
200 გრამი შაქარი
5 ს/კ წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ჩავყაროთ 2 შეკვრა კაკაო პატარა ემალის ქვაბში. დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი და 5 სადილის კოვზი წყალი. ერთმანეთში კარგად ავურიოთ და შემდეგ დავამატოთ 50 გრამი მარგარინი/კარაქი. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ვურიოთ.
როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვასხათ ნამცხვარს, სანამ ცხელია.